გეგუთის N2 სკოლა ამაყობს წარმატებული კურსდამთავრებულებითა და წინსვლაზე ორიენტირებული პედაგოგებით
13-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლა ზრუნავს მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციაზე და მათ შედეგზე ორიენტირებულ გარემოს უქმნის. 

განვითარებაზე ორიენტირებული გარემო და მაღალი ხარისხის განათლება ყოველთვის ხდება მოსწავლეთა და მასწავლებელთა წინსვლის საწინდარი. 

სკოლაში, 2023-2024 სასწავლო წელიც სასიამოვნო სიახლეებით დაიწყო. კურსდამთავრებულები: ლელა ვაჩიბერაძე და თამარ ხოჯავა სტუდენტები გახდნენ და სკოლაში მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში გაიღრმავებენ. 

გერმანული ენის მასწავლებელი ირმა ამბროლაძემ კი, ახალი სასწავლო წელი კარიერული წინსვლით დაიწყო, ის წამყვანი მასწავლებელი გახდა. 

სკოლაში ასევე დიდი სიხარულით გვამცნობენ, რომ ინგლისური ენის პედაგოგი - სოფიო დავითულიანი სკოლას დაუბრუნდა და მოსწავლეების განათლებაზე ზრუნვას ჩვეული შემართებით გააგრძელებს. 

სასწავლო წლის წარმატებული დასაწყისი, მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაციად იქცა და საქმიანობას ისეთივე შემართებით აგრძელებენ, როგორც დაიწყეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203