დილისკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი საერთაშორისო კონფერენციაზე საინტერესო თემით წარდგა 
13-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებელი იამზე მსხვილიძე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. 

კონფერენციაზე, პედაგოგმა წარადგინა თემა - „არაფორმალური განათლება ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლებისას“. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო).

კონფერენციის თემა კი, გახლდათ: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ქართველ სპეციალისტებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა 23 ქვეყნის 53 წარმომადგენელმა.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა „ვორქშოფი“ სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203