მაღლაკის N1 სკოლაში, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, მინი-ფეხბურთში შეჯიბრი ჩატარდა
13-10-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლა სასკოლო სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა. 

26 სექტემბერს, სასკოლო სპორტის კვირეულის ფარგლებში, მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა შეჯიბრი მინი ფეხბურთში. 

შეჯიბრში V - VII კლასების გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, შეჯიბრი ხალისიანად წარიმართა და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203