ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეები კულინარიის ორთვიან კურსს გაივლიან
13-10-2023
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი სხვადასხვა საინტერესო აქტივობითაა დატვირთული. 

ამჯერად, სკოლის მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს კოლეჯ „თეთნულდის“ დირექტორი - ირმა ჯაფარიძე, მასწავლებელი - მუხრან ქარდავა და თეონა ჯაფარიძე შეხვდნენ. როგორც სკოლაში ამბობენ, კოლეჯის წარმომადგენლის სტუმრობა მათთვის ყოველთვის სასიამოვნოა. 

ჭუბერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ამჯერად კულინარიის ორთვიან კურსს გაივლიან.

„კოლეჯის პირველი პროექტით ქალბატონი მაია ჩარქსელიანი გვესტუმრა 2022 წლის 14 ოქტომბერს. ამ პოექტის ფარლებში, საინტერსო ტრენინგის შემდეგ სკოლამ საჩუქრად მიიღო პროექტორი, ლეპტოპი, საპროექციო ეკრანი, ფლიფჩარტის დაფა და წიგნები. ამჯერად სკოლის მოსწავლეები გაივლიან კულინარიის ორთვიან კურსს. მადლობა, კოლეჯს ამ პროექტებში ჩართვისათვის და ამ სიკეთის გაზიარებისათვის. მესტიიდან 80 კილომეტრით დაშორებული სოფლისათვის ეს დიდი ფუფუნებაა“,- ამბობენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203