
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარდათ.
„ანბანის შემობრძანება“, პირველი ასო-ბგერის გაცნობა, პირველი სიტყვისა და პირველი წინადადების წაკითხვა, პედაგოგმა მოსწავლეებს ზეიმად უქცია.
მასწავლებელმა მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო აქტივობებში შესთავაზა.
„დავიწყეთ ორი საოცარი ბგერით - „ი“ და „ა“ შესწავლა - „აი ია“ კეთილი იყოს ჩვენს კლასში ანბანის შემობრძანება“,- ერთხმად აღნიშნავენ სწავლასმოწყურებული პატარები, რომელთა სასწავლო მორივაციაზე მასწავლებელი განსაკუთრებულად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: