სენაკის N3 საჯარო სკოლის ხელოვნების პედაგოგი თინათინ ჭანტურია „მასწავლებლის ეროვნული პრემიის“ კანდიდატია
13-10-2023

მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და დასაფასებელი პროფესიაა. სწორედ ამის აღსანიშნავად და საუკეთესო პედაგოგთა ღირსებების გამოსავლენად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონკურსი - „მასწავლებლის ეროვნული პრემია“ გამოაცხადა.

სენაკის N3 საჯარო სკოლამ „მასწავლებლის ეროვნულ პრემიაზე“ კანდიდატად ხელოვნების პედაგოგი თინათინ ჭანტურია წარადგინა. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ ის საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობითა და ერთგულებით გამოირჩევა. პედაგოგი სკოლაში მოსვლის პირველივე დღიდან დიდი მონდომებით, აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და მოსწავლეებს ხელოვნების მიმართ სიყვარულს უღვივებს. მათივე თქმით, მის განსაკუთრებულობას სასკოლო საზოგადოების, თემის სიყვარული და მისი ბევრი ღირსეული საქმე ადასტურებს.

„ჩვენს სკოლაში მოსვლის დღიდან, იგი აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. ქ-ნი თინათინი გამოირჩევა თავისი ერუდიციით, საქმისადმი ერთგულებითა და კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, ორგანიზებულობით, სანდოობითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით. იგი სამართლიანი, ობიექტური და გულწრფელია, არის კომუნიკაბელური, ანალიტიკური აზროვნების უნარის მქონე ადამიანი

თინათინ ჭანტურია აქტიურად ზრუნავს მოსწავლეთა შემოქმედებით განვითარებაზე, ხელოვნების მიმართ მათი ინტერესის გაღვივებაზე, როგორც მომავალი გლობალური მოქალაქეების აღზრდაზე. ამისთვის ის ეხმარება მოსწავლეებს ჩართულიყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში.

უწყვეტი პროფესიული ზრდა, შრომისმოყვარეობა, მოსწავლეთა შედეგები და მათი ჩართულობა შემოქმედებით პროექტებში, ასევე წარმატების დამადასტურებელი ფაქტები, სასკოლო საზოგადოებისა და თემის სიყვარული, კიდევ ბევრი ღირსეული საქმე ადასტურებს ქალბატონი თინათინ ჭანტურიას განსაკუთრებულობას!

წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი სკოლის ღირსეულ კანდიდატს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203