
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და სასახელო მოსწავლე ჰყავს, მათ შორისაა მეთორმეტეკლასელი - ნათია ჯალიაშვილი.
ამჯერად, ნათია, Erasmus+ პროექტში წარმატებით ჩაერთო და საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა.
პროექტში - Be healthy, be happy ჩართული იყო ექვსი ქვეყანა: საქართველო, სომხეთი, საბერძნეთი, სლოვენია, მალტა და ირლანდია.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში იმართებოდა აქტივობები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად და გუნდური უნარების გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.
აღნიშნული აქტივობები ჩატარდა ქობულეთში, შემდეგი ეტაპი კი დაგეგმილია მალტაში, ნოემბერში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი იყო ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით დატვირთული.
შეგახსენებთ, რომ Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში.
„სკოლა ნათია ჯალიაშვილს ულოცავს ამ გამარჯვებას და უსურვებს უამრავ წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: