
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩამბის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი „აისი“ წარმატებით ფუნქციონირებს.
მისი წევრები სხვადასხვა სინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, კი ისინი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესფორუმის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ კონკურსში მონაწილე ფინალისტებს შორის კლუბი „აისი“ გამოიკვეთა. მათ პედაგოგები - ნინო ფევაძე და თამარ თურმანიძე ხელმძღვანელობდნენ.
აღნიშნული პროექტის მიზანი მოსწავლეთა შემეცნებაში წიგნიერების როლის გაზრდა, სკოლის ბიბლიოთეკის განახლება და გამრავალფეროვნება იყო.
სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: