წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებმა წარმატებით ჩაიარა 
13-10-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, თვითმმართველობის არჩევნები მოეწყო, რაშიც საბაზო და საშუალო საფეხურის თითქმის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

სკოლაში, შეიქმნა საარჩევნო კომისიები, თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია. საარჩევნო პროცედურები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

აღსანიშნავია, რომ არჩევნები 12 ოქტომბერს გაიმართა. 

არჩევნების შედეგები გამოცხადდა სასწავლო დღის ბოლოს. თვითმმართველობის წევრებმა აქტიური სამუშაო პროცესში იმავე დღეს ჩაერთნენ.  

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თვითმმართველობის თავმჯდომარედ X კლასის მოსწავლე - ლუკა ტყაბლაძე აირჩიეს. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203