
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილაჯლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. ისინი პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა გასვლით ღონისძიებებსა და აქტივობებში დიდი ინტერესით მონაწილეობენ.
ამჯერად, 11 ოქტომბერს, მოსწავლეები დმანისის სპორტულ სკოლას, მისი დირექტორის - გია ოკმელაშვილის ორგანიზატორობით ეწვივნენ.
აღნიშნულ დღეს ბავშვებისთვის ფეხბურთის ტურნირი მოეწყო, რომელსაც მწვრთნელი, შოთა ოკმელაშვილი ხელმძღვანელობდა. ბავშვები შეჯიბრებაში დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ხალისიანად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივევას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: