
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან.
სწორედ ამ მიზნით, XI კლასის მოსწავლეები, პედაგოგ თეა ტურაშვილთან ერთად, პროფესიულ კოლეჯ „განთიადს“ ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა კოლეჯი დაათვალიერეს, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს სხვადასხვა პროფესიებთან დაკავშირებით.
მოსწავლეებისთვის კოლჯში ვიზიტი მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
„მადლობა, „განთიადს“ თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: