
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას N1 საჯარო სკოლაში, ქვეყნის მნიშვნელოვანი მოვლენები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება.
გამონაკლისი, არც უახლესი ისტორიის მძიმე ჟამი - 27 სექტემბერი გახლდათ. სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, მე-4 კლასში ემოციური ღონისძიება გაიმართა.
„აფხაზეთი საქართველოა...“ - ღონისძიება მოსწავლეებმა, „მე და საზოგადოების“ პედაგოგ - ციცინო ოქროპირიძის ხელმძღვანელობით ჩაატარეს.
ბავშვებმა, ის მძიმე დროება გაიხსენეს, რაც საქართველოში იდგა, მამულისთვის თავგანწირულ გმირებზე ისაუბრეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, ბოლოს კი ომის სიმძიმე განიხილეს და მრავალფეროვანი პლაკატები დააამზადეს.
30 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.
იხილეთ ფოტოები: