
თბილისის N103 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმრებს უმასპინძლეს.
10 ოქტომბერს, თბილისის N103 საჯარო სკოლას ესტუმრნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი, საელჩოს მესამე მდივანი არაიკ ჰაირაპეტიანი, საელჩოს საქმისმწარმოებელი გაიანე ბოსტანჯიანი, ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მეგი როსტიაშვილ-წიკლაური, გაზეთ „ვრასტანის“ რედაქტორი ვან ბაიბურთი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაქართულენოვანი სკოლების მხარდამჭერი სპეციალისტი კარინე მანუკიანი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ელჩმა დაათვალიერა სომხური სექტორის კლასები, გაესაუბრა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, იმყოფებოდა ბიბლიოთეკაში და სპორტულ დარბაზში.
„ელჩმა კმაყოფილება გამოთქვა იმ პირობებით, რომელშიც უწევთ სომხური სექტორის მოსწავლეებს განათლების მიღება, შესთავაზა ერევნის იმ სკოლასთან დამეგობრებაში ხელშეწყობა, რომელშიც ისწავლება ქართული ენა, სკოლას საჩუქრად გადასცა სომხური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, მადლობა გადაუხადა სკოლის დირექტორს, ბატონ არჩილ ჩხაიძეს და გამოხატა სკოლასთან თანამშრომლობითი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი და მზაობა“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: