„პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა ვისწავლოთ, რათა შემდგომ ვასწავლოთ“ - თბილისის N119 სკოლის საქმისმწარმოებელი ნინო ალბუთაშვილი
თბილისის N119 საჯარო სკოლის სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტის/საქმისმწარმოებლის - ნინო ალბუთაშვილისთვის მოსწავლეების სიყვარული უმნიშვნელოვანესია. ის, ბავშვებს ხშირად ურჩევს, გააცნობიერონ უმთავრესი ღირებულებები, უერთგულონ მათ და აირჩიონ საქმე, რომლის კეთებაც გააბედნიერებთ. თავადაც საქმეზე შეყვარებულია, რაც მას მოტივაციას კიდევ უფრო უმაღლებს - მეტი ცოდნა გასცეს და თავადაც კიდევ უფრო განვითარდეს. etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლის სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური ასისტენტი/საქმისმწარმოებელი ნინო ალბუთაშვილი პასუხობს.
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი... - მხოლოდ საუკეთესოს მოლოდინი მაქვს.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...- მასწავლებლისთვის უდიდესი წარმატება მოსწავლეების წარმატება და მათი სიყვარულის დამსახურებაა.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...- სიყვარული პროფესიისადმი და ბავშვების მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია თითოეულ მოსწავლეში დაინახო პოტენციალი, შეაყვარო საგანი და ხელი შეუწყო წინსვლაში.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...- გააცნობიერონ უმთავრესი ღირებულებები და მათი ერთგულება, მომავალ პროფესიად აირჩიონ ის საქმე, რომლის კეთებაც სიამოვნებას ანიჭებთ.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...- საბაზო და საშუალო საფეხურის დასაძლევი გამოცდების ჩატარებას
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი რომ...- ასე შემიყვარდებოდა სკოლა/ბავშვები.
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...- ვისწავლოთ, რათა შემდგომ ვასწავლოთ.