
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს. მათ სასწავლო მოტივაციაზე პედაგოგმა - თეონა მიქავამ იზრუნა და პატარებს საზეიმო გაკვეთილი ჩაუტარა.
პედაგოგმა მოსწავლეები სხვადასხვა სახალისო აქტივობაში ჩართო და ანბანის სამყაროში პირველი ნაბიჯები დღესასწაულად უქცია.
ბოლოს კი თეონა მიქავამ პატარებს მიულოცა საანბანო პერიოდის დაწყება, დასაწყისი ცოდნის სამყაროში მოგზაურობისა და წარმატებები უსურვა.
„ჩემო პატარებო, დღეს თქვენ ანბანის ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეთ და ეზიარეთ ქართული სიტყვის ტკბილხმოვანებას! დღეიდან თქვენ იმოგზაურებთ წიგნების მრავალფეროვან სამყაროში! გისურვებთ უამრავ წარმატებას!“,- დიდი სიყვარულით მიმართა თეონა მიქავამ პატარებს.
იხილეთ ფოტოები: