
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლა დიდი შემართებით ემზადებოდა სახალხო დღესასწაულისთვის - „ჭიათურობა 2023“.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში დიდი ჟრიამული და საზეიმო განწყობა სუფევდა, სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ დღესასწაულის გალამაზებას.
მათ შორის იყო პედაგოგი - ანნა ქავზინაძე, თავის მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად. ისინი, სახალხო დღესასწაულს, მრავალფეროვანი დეკორაციებით, ფერადი ყვავილებით, ამაღლებული განწყობითა და საზეიმო ყიჟინით შეუერთდნენ.
მოსწავლეებისთვის დღესასწაული ემოციებით დატვირთული და პოზიტიური იყო. ეს დღე მოსწავლეებმა ერთმანეთს დიდი სიყვარულით მიულოცეს და თავიანთი წვლილი შეიტანეს ღონისძიების გამრავალფეროვნებაში.
იხილეთ ფოტოები: