
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, სკოლაში, სპორტის მასწავლებლის - გიორგი ხატიაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა სპორტულ-გასართობი შიდასასკოლო შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ, იაქტიურეს, ბევრი იხალისეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომელსაც გარდამავალი თასი გადაეცა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომალსა: