მარტყოფის N1 სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა მეორეკლასელებს, ბულინგის საწინააღმდეგო კვირეულის ფარგლებში, სახალისო საგანმანათლებლო აქტივობები შესთავაზეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო კვირეული „მე ვიაზრებ ბულინგის საფრთხეებს“ წარმატებით ჩატარდა. აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მე-7
ა კლასის მოსწავლეებმა: ნინო
სამჭკუაშვილმა,
ანამარია ჯერენაშვილმა და ნუცა
მინასაშვილმა მე-2 კლასების მოსწავლეებთან თემატური სახალისო აქტივობები (ასოციაციების წრე და ვიდეორგოლი) განახორციელეს.
მათ ბულინგის საფრთეების შესახებ ისაუბრეს და ბავშვებს საინტერესო ინფორმაციები მიაწოდეს. ასევე ესაუბრნენ იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს ნებისმიერი ადამიანი და მათი მოგვარების გზები დასახეს.
მოსწავლეთა მთავარი გზავნილი იყო - „არა ძალადობას!“
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ცნობიერებას უმაღლებენ.
იხილეთ ფოტოები: