„მე ვიაზრებ ბულინგის საფრთხეებს“ - მარტყოფის N1 სკოლაში საგანმანათლებლო კვირეული გაიმართა
12-10-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პიროვნულ აღზრდას, მათი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ, ამიტომ სკოლაში სხვადასხვა საჭირო საკითხთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები და პროექტები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში ბულინგის საწინააღმდეგო კვირეული - „მე ვიაზრებ ბულინგის საფრთხეებს“ წარმატებით ჩატარდა. კვირეულის ფარგლებში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სხადასხვა მიზნობრივი აქტივობა გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ, დიანა კეჟერაშვილმა, კინო-კლუბის სივრცეში, ჩაატარა საინფორმაციო სახის ტრენინგები, სადაც სკოლის მოსწავლეებს გააცნო აქტუალური და პრობლემური საკითხები ბულინგთან და მის საფრთხეებთან დაკავშირებით, ასევე, ისაუბრა ამ პრობლემების მოგვარების გზებზე სკოლასა და სკოლის გარეთ.

შეხვედრების ბოლოს კი გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, სადაც გამოიკვეთა თითოეული ბავშვის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გააზრებული საჭიროებები. მათი მთავარი გზავნილი იყო - „არა ბულინგს!“

„შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დამხმარე მატერიალური თუ არამატერიალური მასალა, რამაც მეტად ორიგინალური გახადა შეხვედრის მიმდინარეობა. წინ კიდევ ბევრი საინტერესო სიახლე იგეგმება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლა მადლობას უხდის მეცხრეკლასელ დიანა კეჟერაშვილს და კვირეულში ჩართულ პირებს აქტიურობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203