შთაბეჭდილებებითა და ემოციებით აღსავსე დღე ტაბახმელის საჯარო სკოლაში
12-10-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამიტომ, დირექციამ და პედაგოგებმა მათ 15 სექტემბერი დღესასწაულად უქციეს. ისინი ბავშვებს სკოლაში დიდი სიყვარულითა და სიხარულით დახვდნენ.

მათთვის სკოლის ეზო და საკლასო ოთახები საზეიმოდ მოირთო. ლამაზად მოკაზმულმა გარემომ კი ბავშვებს განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.

ეს დღე მოსწავლე-მასწავლებლებისთვის საინტერესო, სახალისო და ემოციებით აღსავსე იყო.

სკოლის დირექტორის მ/შ-მ მანარი კოჩალიძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

„სკოლის პედკოლექტივი და დირექცია გილოცავთ 2023-2024 სასწავლო წელს, გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას!“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203