ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფაჩხის საჯარო სკოლის მასწავლებელთა მთავარი საზრუნავი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება და მათი მოტივირებაა.
აღსაზრდელთა განწყობაზე ისინი სხვადასხვა გზით ზრუნავენ. ამის დასტურია ის საზეიმო მიღებაც, რომელიც ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად გაიმართა. სადღესასწაულოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ნაყოფიერ და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: