ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე აქტიურად ზრუნავენ
12-10-2023
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნავენ. 

სკოლაში მოსწავლეთა მოტივაცია რომ ერთ-ერთი უმთავრესია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ახალი 2023-2024 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ჟრიამულითა და ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ახალი სასწავლო წლის დაწყებას ერთმანეთს ულოცავდნენ და წარმატებებს უსურვებდნენ.

„გილოცავთ მოსწავლეებო, პედაგოგებო და მშობლებო ახალი სასწავლო წლის დაწყებას. მშვიდობიან, საინტერესო და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203