ყიშლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ხელბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყიშლის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი არა მხოლოდ მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებაზე, არამედ მათი სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე ზრუნავს.
სწორედ ამის დასტურია ისიც, რომ სპორტის კვირეულის ფარგლებში, სკოლაში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მოსწავლეები ერთმანეთს ხელბურთსა და მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ისაუბრეს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკოლაში მოსწავლეებში სპორტის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: