მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დაბა ხულოს საჯარო სკოლაში
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ ღვაწლსა და შრომას აფასებენ.
ამის ნათელი დადასტურებაა ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. მეათე კლასის მოსწავლეებმა (კლასის ხელ-ლი: ჟ. ცეცხლაძე) საკლასო ღონისძიება - „ქუდი მოიხადეთ, ბატონო ჩემო, მასწავლებელი მოდის“ გამართეს. მოსწავლეებმა პედაგოგებს ეს დღე თბილი სიტყვებით მიულოცეს, ისაუბრეს მათ როლსა და დამსახურებაზე საზოგადოების წინაშე, გარდა ამისა, ლექსები მხატვრულად წარმოთქვეს და იმღერეს.
„მოსწავლეებმა ასე გამოხატეს სიყვარული და პატივისცემა მასწავლებლების მიმართ. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ღონისძიების ფინალური ნაწილი, როცა მოსწავლეებმა კლასის ხელმძღვანელს გადასცეს სიმბოლური საჩუქარი სიგელი წარწერით - „საუკეთესო დამრიგებელი”... მადლობა ახალგაზრდებო, ასეთი სითბოსა და სიყვარულისათვის“,- ამბობენ სკოლაში.