ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ვაშლოვანის საჯარო სკოლაში სპორტის მიმართ სიყვარულის გაღვივებას მოსწავლეებში და ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.სწორედ ამიტომ, სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. კვირეულის ფარგლებში, სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში მოსწავლეებს შორის ტურნირი ჩატარდა.
თამაში, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ძალიან საინტერესო და დაძაბული იყო. შეჯიბრში პირველი ადგილის მფლობელი დაჩი აბულაძე გახდა, მეორე ადგილზე მინდია აბულაძე გავიდა ხოლო მესამე ადგილი ირაკლი ბოლქვაძემ დაიკავა.
აქტივობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: