ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს, პედაგოგმა - ისკუი ეღუნიანმა საინტერესო და სახალისო ბუნების გაკვეთილი შესთავაზა
12-10-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მასწავლებლები მოასწვლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, საინტერესო გაკვეთილი საგან ბუნებაში, მე-4 კლასში გაიმართა, რომლის თემაც იყო რა არის „დაჯგუფება“. როგორც სკოლაში ამბობენ, მასწავლებელმა - ისკუი ეღუნიანმა გაკვეთილი საინტერესოდ და შთამბეჭდავად წარმართა. მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ პრეზენტაციაც გამართეს და შესაძლებლობები გამოავლინეს.

„მასწავლებელი თავიდანვე დემონსტრაციულად აჯგუფებდა გოგოებსა და ბიჭებს. შემდეგ ვარდისფერ-შავ-თეთრებში გამოწყობილი გოგოები დაყო. ჩატარდა პრაქტიკული მუშაობა ღილაკებით. სხვადასხვა ზომის, ფერისა და მასალისგან დამზადებული. მოსწავლეებმა დააჯგუფეს ღილაკები წყვილებად და გააკეთეს პრეზენტაცია, თუ რომელ ჯგუფს მიეკუთნებიან ღილაკები, რომელიც დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და რომელიც ხელოვნურია. იყო ლითონის ან არალითონის, მინის ან პლაზმური ფერის, უფერული ხის ან ტყავის. ნივთები იყო ორი ნახვრეტით ან ოთხი ნახვრეტით, მრგვალი ან კვადრატული. გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და მხიარული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203