ცოდნის დღესასწაული ოროჯალარის საჯარო სკოლაში
12-10-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ, ღონისძიებით დაიწყო. 

ოროჯალარის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ვარდუჰი ნორსოიანი პირველი სასწავლო დღის შესახებ დეტალურად გვიყვება:

„2023-24 სასწავლო წელი დაიწყო ოროჯალარის საჯარო სკოლაშიც. ცოდნის დღესთან დაკავშირებით სკოლის ეზოში ჩატარდა ღონისძიება, რომლის ორგანიზატორები სკოლის მეთორმეტეკლასელები იყვნენ. ღონისძიება დაიწყო საქართველოს და სომხეთის ჰიმნების თანხლებით. ყველა კლასის მოსწავლე სცენაზე გამოვიდა ლექსით, სიმღერითა და ცეკვით. სკოლის დირექტორმა სიტყვით გამოსვლისას შეაჯამა გასული სასწავლო წელი, მიულოცა ყველას ცოდნის დღე და სიგელებით დააჯილდოვა მაღალი აკადემიური მიღწევების მქონე მოსწავლეები.

სკოლა დახვდა 101 მოსწავლეს, რომელთაგან 7 პირველკლასელია. მათ განათლების სამინისტროსგან გადაეცათ ბუკები. სკოლის რამდენიმე მასწავლებლემა აიმაღლა სტატუსი. მათ შორის ქართული ენის მასწავლებელმა არმენუი პოდოსიანმა თავისი თავდაუდებელი შრომის წყალობით მიიღო წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ვულოცავ განათლების სფეროს ყველა წარმომადგენელს, ვუსურვებ ძალას და ღონეს, რადგან ყოველდღიური შრომა ცოდნის საფუძველს გვაძლევს“,- ვკითხულობთ ოროჯალარის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელის მომზადებულ სტატიაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203