„მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია, თავად გიყვარდეს მოსწავლე, იყო მისი ტოლი“- ნინო კიკნაველიძე, აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის დირექტორი
12-10-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, სასკოლო გარემოს განვითარებაზე კი პროფესიონალი დირექტორი - ნინო კიკნაველიძე ზრუნავს. მისი კომპეტენტური აზრი როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის საინტერესოა. დირექტორმა etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ როგორ უნდა შეაყვაროს პედაგოგმა მოსწავლეს საგანი, რა არის მასწავლებლისთვის წარმატება და ა.შ.

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი იმისა, რომ...

- სკოლაში ყველაფერი კარგად იქნება და სასწავლო წელი იქნება წარმატებული.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- როცა მოსწავლეებს უყვარხარ, გისმენენ, გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს თუნდაც იმით, რომ გჩუქნიან მათ მიერ დახატულ პატარა გულს.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო...

- აუცილებელია თავად გიყვარდეს მოსწავლე, იყო მისი ტოლი და განიცდიდე იმ სიხარულსა და ტკივილს, რაც მას აქვს.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ და ვეტყვი...

- მე მჯერა შენი, შენ შეგიძლია, ოღონდ საჭიროა მოისმინო, დაიმახსოვრო და გამოიყენო.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...

- ისაა რომ იყოს საგანი, სადაც მოსწავლეებს ვასწავლიდით როგორი უნდა იყოს ბავშვი, როგორც ადამიანი.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი...

- ვერ წარმოვიდგენდი რომ ასე მიჯაჭვული ვიქნებოდი სკოლასთან, ჩემს თანამშრომლებთან და მოსწავლეებთან.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- სურვილი ვიცოდეთ მეტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203