ჯვარას საჯარო სკოლაში ნორჩი მხატვრის - მეოთხეკლასელი ნინი გუჯეჯიანის ნახატების გამოფენა გაიმართა
12-10-2023
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარას საჯარო სკოლას ნიჭიერი და შემოქმედებითი მოსწავლეები ჰყავს.
ერთ-ერთი მათგანი ნორჩი მხატვარი, მეოთხეკლასელი ნინი გუჯეჯიანია. როგორც სკოლაში ამბობენ, ნინი 5 წლის ასაკიდან ხატავს, მას ნათელი და თბილი ფერები იზიდავს, თუმცა ძალიან კარგად გამოსდის ცივი ფერებით შესრულებული ნახატებიც.
სწორედ ნინი გუჯეჯიანის გამოფენა გაიმართა კლასში, სადაც სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს უმასპინძლეს. მისმა ნახატებმა ყველა აღაფრთოვანა.
„ნორჩმა შემოქმედმა ნინი გუჯეჯიანმა თავისი ნამუშევრების გამოფენით, პოზიტიური და ამაღლებული განწყობით დამთვალიერებლების მოწონება დაიმსახურა. ნინის მიზანია საკუთარი ნახატებით კიდევ უფრო გაამდიდროს თავისი შემოქმედების ფართო არეალი. სკოლა დიდ წარმატებას უსურვებს ამ მშვენიერ, მონდომებულ და გონიერ გოგონას“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს