„ჩემი სამშობლო“- ჭალადიდის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
12-10-2023
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებისთვის გასვლითი ინტეგრირებული გაკვეთილი შეკვეთილის მინიატურების პარკში ჩატარდა, მისი თემა იყო „ჩემი სამშობლო“. აქტივობებში მოსწავლეები მასწავლებლების - ლუიზა ფირცხელავას, თ.შანავას, ე.ფაციას ხელმძღვანელობით, მონდომებით ჩაერთნენ. 

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა გააცოცხლეს სამშობლოს სიყვარულით გულანთებული პოეტების სტრიქონები, კვლავ უმღერეს საქართველოს, შეასრულეს ქართული ცეკვები. გარდა ამისა, მოსწავლეებმა დაათვალიერეს მინიატურული ძეგლები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები.

„ძალიან დასამახსოვრებელი იყო გაკვეთილი, რადგან ჩატარდა საქართველოს ულამაზეს კუთხეში - გურიაში, მათ იხილეს ჩვენი პატარა, მაგრამ მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყანა, დაათვალიერეს მინიატურული ძეგლები, ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები და სხვა მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, რაც სამუდამოდ შემორჩებათ მათ მეხსიერებაში. აღნიშნულმა აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, თანამშრომლობით და საკომუნიკაციო უნარების გააქტიურებას, საგანთა შორის კავშირების აღქმას, პარალელების გავლებას, რაც მნიშვნელოვანია უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეოები:












 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203