
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმის საჯარო სკოლაში სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა სპორტის კვირეულს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კვირეული მარათონით დაიწყეს. სკოლაში ასევე ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობები - კლასებს შორის, ფეხბურთში შეჯიბრება მოეწყო, სადაც მოსწავლეებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ბავშვებმა დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: