
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივებას მოსწავლეებში დიდი ყურადღება ექცევა.
სწორედ, ამიტომ სკოლა ეროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი საინტერესო სპორტული აქტივობა ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისინი მოხარულები არიან აღნიშნულ სპორტულ კვირეულში მონაწილეობით, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებში გუნდური მუშაობის განვითარება.
„სკოლა მოხარულია აღნიშნულ აქტივობაში ჩართვით, რადგან მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოსწავლეების სპორტის სხვადასხვა სახეობით დაინტერესებას, გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავებასა და ფიზიკური აქტივობების მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90%, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში, არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები. მისი მიზანია მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვა.
იხილეთ ფოტოები: