
ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა.
არჩევნები ხარვეზების გარეშე, ყველა წესისა და პროცედურის დაცვით წარიმართა. მოსწავლეებმა საარჩევნო კანონმდებლობის ცოდნა გამოავლინეს.
მოზარდები პროცესში აქტიურად ჩაერთნენ და სასურველი კანდიდატი ფარული კენჭისყრით აირჩიეს. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაიმართა გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები.
„მოსწავლეები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები, არჩევნებმა ჩაიარა დარღვევების გარეშე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმარველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით.
იხილეთ ფოტოები: