ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული შემაჯამებელი გაკვეთილი 
12-10-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული. 

ამჯერად, მეხუთე კლასში თემის - „ჩვენი ენა“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეები წყვილებში მუშაობდნენ და სლაიდებით თემატური პრეზენტაცია მოამზადეს. თითოეულმა წყვილმა ინფორმაცია მესროპ მაშტოცის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წარადგინა.

გარდა ამისა, მათ განიხილეს სომხეთისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები, გამონათქვამები და ფრაზები სომხური ენის შესახებ. მოსწავლეები აქტივობაში მასწავლებელ ისკუი ეღუნიანის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ. 

„გაკვეთილი იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული. სასწავლო და შთამბეჭდავი იყო თემის - „ჩვენი ენა“ რეზიუმე“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203