
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან.
სწორედ ასეთები არიან მე-11 კლასის მოსწავლეები - გვანცა გერგედავა და ნინი არდია. ამჯერად, ისინი „ნორჩი მკვლევარი 2023“-ის, სამეცნიერო კონფერენციის ფინალურ ტურში - „ქრისტეს გზა-ჩვენი ევროპული არჩევანი“ მონაწილეობდნენ და გამარჯვებულ მოსწავლეებს შორის არიან.
გამარჯვებული მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, საგანმანათლებლო–შემეცნებითი ტური ტაო-კლარჯეთის ისტორიულ მხარეში მოეწყო. მის ფარგლებში მოსწავლეებმა სათლეს ციხე, ტბეთი, არტანუჯის ციხე, დოლისყანა, ხახული, ოშკი, თორთუმის ციხე და ჩანჩქერი – წყალსაცავი, იშხანი, პარხალი, ოთხთა სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს.
შემეცნებით ტურს ისტორიკოსი, არქეოლოგი, ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი - ლაშა ჯიქია უძღვებოდა. პროექტი ზუგდიდის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის“ ორგანიზებით 2016 წლიდან ხორციელდება. ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია მადლობას უხდის მათ მოსწავლეების წახალისებისათვის.
იხილეთ ფოტოები: