ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრებმა, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განახორციელეს 
12-10-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით, რომლის ხელმძღვანელი მაია არახამიაა, სკოლა  მიმდინარე წელსაც შეუერთდა გაეროს რეზოლუციით გათვალისწინებულ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულს.

აღნიშნული კვირეულის მიზანია საზოგადოებაში მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს" წევრებმა შექმნეს პოსტერები, ვიდეორგოლები, მოაწყვეს პრეზენტაციები. გარდა ამისა, ჩატარდა ვიქტორინა.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203