
აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
ლუკა გრიგოლია, თორნიკე რუხაძე, იოსებ ქავზინაძე ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„ჩვენს წარჩინებულ მოსწავლეებს სიამაყით ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს. კიდევ ბევრი წარმატება წინაა ბიჭებო - ლუკა გრიგოლია, თორნიკე რუხაძე, იოსებ ქავზინაძე, გაგვიმრავლდით!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: