
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამიტომ, სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს ყიჟინით შეუერთდა. მის ფარგლებში, სკოლაში მოსწავლეებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრება გაიმართა.
ბავშვები ერთმანეთს ფრენბურთში, ფეხბურთში, კალათბურთსა და ჭადრაკში შეეჯიბრნენ.
კვირეულის დასასრულს კი ჩატარდა „მხიარული სტარტების“ ფინალი, სადაც როგორც სკოლაში გვიყვებიან დიდი ბრძოლა გადაიტანეს. ბოლოს კი აღნიშნულ შეჯიბრებებში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ.
„იმაზეც შევთანხმდით, რომ ყველა მონაწილე გამარჯვებულია, რადგან მთავარი მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრებაა მოზარდებს შორის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ ყველა აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული საქართველოს მიერ ევროპის ქვეყნებისთვის შეთავაზებული ინიციატივაა, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ფიზიკურ აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: