
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვითი საქმიანობით გამოირჩევიან. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკლუბი, რომლის წევრებიც სხვადახვა ეკოლოგიურ აქტივობებში არიან ჩართულნი და თანატოლებსა და თემს ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწდებენ.
მოსწავლეთა შრომა დაფასდა, ეკოკლუბელები მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის“ ფინალში არიან.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.