ჩორჯოს საჯარო სკოლის მონდომებული და ენთუზიაზმით აღსავსე მოსწავლეები და მათ მოტივაციაზე მზრუნველი მასწავლებლები
12-10-2023

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებას  მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მათ დირექციამ და პედაგოგებმა სწავლის პირველი დღე დღესასწაულად უქციეს. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სკოლაში, 15 სექტემბერს, დიდი სიყვარულით შეხვდნენ.

ბავშვებს სკოლაში მოწესრიგებული და საზეიმოდ მოკაზმული გარემო დახვდათ. დირექციამ და პედაგოგებმა მათთვის საკლასო ოთახები სადღესასწაულოდ მორთეს, რამაც ბავშვების განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

სასკოლო საზოგადოება ყველა მოსწავლეს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაყებას, მათ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203