თბილისის N61 სკოლის შვიდი მოსწავლე, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, კომპიუტერით დაჯილდოვდა
12-10-2023

თბილისის N61 საჯარო სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. 

ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქრით სკოლის 7 მეათეკლასელი დაჯილდოვდა.

წარჩინებული მოსწავლეები არიან - X კლასიდან (დამრიგებელი მარიამ ჯიჯიეშვილი): მარიამ ჯოხაძე, მარიამ მსხილაძე, ნატალია პაპუაშვილი, ანანო ქავთარაძე;

X კლასიდან (დამრიგებელი რუსუდან იაკობაშვილი): ბარბარე სახვაძე, გიორგი ძულიაშვილი და გიორგი ჭანია.

მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს სკოლის დირექტორმა და მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203