თბილისის N198 საჯარო სკოლაში მონატრებული მოსწავლეები საზეიმოდ მიიღეს
12-10-2023
თბილისის N198 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივის მთავარი საზრუნავი მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოს შექმნაა.
სკოლაში უდიდესი ყურადღება სწორედ მათ მოტივირებას ეთმობა. ამის დასტურია ისიც, რომ ახალი სასწავლო წელუ უდიდესი ჟრიამულით დაიწყო. საზეიმოდ მორთული სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ხალისით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ - საკლასო ოთახებში შესაბამისი დეკორაცია განათავსეს და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
„გილოცავთ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს