თბილისის N62 საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ
12-10-2023

ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის წარმატებული მოსწავლეები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი - კომპიუტერები გადაეცათ. 

მოსწავლეები, სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ. 

საზეიმო დაჯილდოებას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები.

მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს სკოლის დირექტორმა - ელენე შაბურიშვილმა და სასწავლო ნაწილმა ცირა გრიშიკაშვილმა.

„ვულოცავთ მოსწავლეებს წარმატებას, რომელიც დაუღალავი შრომის შედეგია და გამარჯვებით სვლას ვუსურვებთ სკოლის, ოჯახისა და ქვეყნის საამაყოდ. სკოლა თითოეულ მასწავლებელს ულოცავს პროფესიულ დღესა და მოსწავლეთა წარმატებას. შრომის ღირსეულ დაფასებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203