თბილისის N60 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ
12-10-2023
თბილისის N60 საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც ზოგადი განათლების საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს, პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქარი საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. 

სკოლაში მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული შედეგი ახარებთ, მათ წარმატებას ულოცავენ და უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა. 

„კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ ბავშვებო“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203