„ვსწავლობთ კეთებით“ - არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლის - „ოცნება“ მე-3 კლასის მოსწავლეთა სახალისო შემეცნებითი აქტივობა
12-10-2023
წყალტუბოს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნება“ ის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ზრუნავს. 

სწორედ ამ მიზნით, ისინი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავეზობენ. ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა,ბუნებისმეტყველებაში, თემაზე - მზის სისტემა, იმუშავეს. ისინი აქტივობებში მასწავლებელ ქრისტინე სულიაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. პატარებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

„იქნებ რომელიმე მომავალი ასტრონავტია, რომელიმე ასტროლოგი ან უბრალოდ, დიდი ხელოვანი? ვსწავლობთ კეთებით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203