
სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის N54 საჯარო სკოლის მოსწავლეები - ლუკა ნატრიაშვილი, დავით თეზელაშვილი, გიორგი მახარაშვილი, დავით ძაძუა, მარიამ ღლონტი, ლიზი ქაჯაია და მარიამ მექვაბიშვილი, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეეთა სწავლაში მიღწეული შედეგი ახარებთ და მათ შემდგომ წარმატებას უსურვებენ.
„სასიხარულოა, რომ დაუფასდათ ჩვენს ახალგაზრდებს გაწეული შრომა, X კლასის მოსწავლეებს - ლუკა ნატრიაშვილს, დავით თეზელაშვილის, გიორგი მახარაშვილს, დავით ძაძუას, მარიამ ღლონტს, ლიზი ქაჯაიას და მარიამ მექვაბიშვილს ლეპტოპები გადაეცათ სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის. ვულოცავთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები: