პატრიკეთის საჯარო სკოლაში ბუნებისმეტყველთა წრის - „ბუნების ქომაგნი“ პირველი შეხვედრა გაიმართა
12-10-2023

გივი შენგელიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში 10 ოქტომბერს გაიმართა ბუნებისმეტყველთა წრის „ბუნების ქომაგნი“ პირველი შეხვედრა.

წრის წევრები გაეცნენ წრის წესდებასა და სამოქმედო გეგმას, აირჩიეს წრის ლიდერი მოსწავლე (ანამარია ნამჩავაძე), რომელიც წრის კურატორ მასწავლებელთან ერთად კოორდინაციას გაუწევს წრის მუშაობას მთელი წლის მანძილზე.

განაწილდა მომავალი შეხვედრისათვის დავალებები, წრის წევრებმა დაიწყეს მუშაობა ლოგოს შესაქმნელად.

წრის კურატორი რუსუდან ჭეიშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203