ახალი საყულიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ძიუდოს საერთაშორისო ტურნირზე წარმატებას მიაღწიეს
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლას აქტიური, მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეები ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ ღონისძიებებშიც ხშირად ერთვებიან.
ზუგდიდში გამართულ ლუხუმ ჩხვიმიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონის ტიტული სწორედ ამ სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ნია გულბიანმა მოიპოვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ მე-6 კლასის მოსწავლე გაბრიელ ონიანი და მე-8 კლასის მოსწავლე გურამ კვასტიანი ტურნირის პრიზიორები გახდნენ. თითოეულმა მოსწავლემ ღირსეულად იასპარეზა და სპორტული შესაძლებლობები გამოავლინა.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ და ულოცავენ.
„მაშ, ასე, მეგობრებო, ისევ წარმატება. ვულოცავთ, ჩვენს ძიუდოისტებს, მათ მწვრთნელებს - ლევან ტვილდიანს, ზელიმ გულბიანს და სასკოლო საზოგადოებას ამ წარმატებას! გვჯერა, რომ ბევრჯერ ვიამაყებთ მათი გამარჯვებებით“,- ამბობენ სკოლაში.