თამარ მეფის სახელობის გეგუთის N1 სკოლის მეათეკლასელებს NASA-ს გამოწვევაში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადაეცათ
12-10-2023

თამარ მეფის სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არა მხოლოდ სასწავლო აქტივობებში, არამედ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობენ, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამის ნათელი მაგალითი არიან სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები: ლუკა მუშკუდიანი და აბესალომ (ბესო) სირაძე. 

ისინი ნასას (National Aeronautics and Space Administration) ახალ გამოწვევაში ჩაერთნენ. მოსწავლეებს დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევების გადაჭრაში წარმატებით მონაწილეობისთვის სერტიფიკატი გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ტექნოლოგიების მასწავლებელი გიორგი ჩაჩუა გახლავთ. მას ბავშვების მხარდაჭერისთვის სკოლაში მადლობას უხდიან, მოსწავლეებს კი წარმატებას უსურვებენ. 

„მადლობა პედაგოგ გიორგი ჩაჩუას მოსწავლეთა შესაძლებლობების მხარდაჭერისთვის, მოტივაციისა და თანადგომისთვის! გვეამაყება ეს შედეგი და უამრავ, უწყვეტ წარმატებებს ვუსურვებთ მე-10 კლასის მოსწავლეებს - ლუკა მუშკუდიანსა და აბესალომ (ბესო) სირაძეს!“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203