წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის გაზრდას დაწყებითი კლასიდანვე მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ ამ მიზნით, ახალ, 2023-2024 სასწავლო წელს, მათთვის სკოლაში სადღესასწაულო დახვედრა მოეწყო.
ეს დღე განსაკუთრებით ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი პირველკლასელთათვის იყო, რომელთათვისაც საკლასო ოთახები პედაგოგებმა საზეიმოდ მოკაზმეს.
მათ დირექცია, პედაგოგები დიდი სიყვარულითა და სიხარულით შეხვდნენ და როგორც თავად აღნიშნავენ „ცოდნის ტაძარში“ შებრძანება მიულოცეს.
„კვლავ აწკრიალდა სკოლის ზარი ცოდნის ტაძარში. დღეს შენ, პირველკლასელი ხარ, პირველად შემოაბიჯე ფეხი ფერად სამყაროში. წინ უამრავი საინტერესო დღე გელის. გილოცავთ ჩემო პატარებო დღევანდელ დღეს! ვულოცავ ყველა პირველკლასელს“, - დიდი სიყვარულით მიმართეს პირველკლასელებს.
იხილეთ ფოტოები: